მედია ანონსი
4 ოქტომბერს! 20:00სთ-ზე!
„სულ სხვა ოპერა"
მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულება სპექტაკლში - "სულ სხვა ოპერა". (რეჟისორი დავით ანდღულაძე)
ბერტოლტ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" მოტივებზე.
მექის-დანას როლში გიორგი ტრაპაიძე.
მუსიკალური ვერსიის ავტორი გოგი ჩლაიძე
(გამოყენებულია კურტ ვაილის მუსიკალური თემა).
მონაწილეობენ: შალვა დევნოზაშვილი, ზაზა თაგოშვილი, გიორგი ტრაპაიძე, კახაბერ ნოზაძე, ნოდარ სიმსივე, ანა ყაულაშვილი, ხატია ბრაჭული, თორნიკე ჩეკურიშვილი, ხატია ბრაჭული, კახა ლოსაბერიძე.

(სპექტაკლში ასევე მონაწილეობას იღებენ თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები)
ბრეხტის სრულიად ახლებური გააზრება და მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულება. ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიები: ქურდები, პოლიციელები, მათხოვრები და ბოზები.
სპექტაკლის ინსტრუმენტირება , მუსიკალური საკრავების ნაცვლად, სხვადასხვა საშუალებით (ვოკალურად, ხმაურებით და ა.შ.) ხდება.
მხოლოდ წარმოდგენის ბოლოს გაიჟღერებს კურტ ვაილის ცნობილი მუსიკალური თემის ინტერპრეტაცია ორ, პრაქტიკულად დაშლილ და „გამოშიგნულ" ფორტეპიანოზე.
სპექტაკლით „სულ სხვა ოპერა" „რკინის თეატრი" 2015 წლის მაისში იმყოფებოდა თურქეთში, ტრაბზონის, შავი ზღვის მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.
გორის კომედიის ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი კაცი" გაიმარჯვა ნოდარ სიმსივემ(ცელია პიჩემი), სპექტაკლით „სულ სხვა ოპერა".